Tuesday, July 12, 2011

პროექტის სახელწოდება:
უჯრედი

პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:
მოსწავლეები განარჩევენ სიცოცხლის ძირითად ფორმებს.აგროვებენ ინფორმაციას უჯრედის ფორმების მრავალფეროვნების შესახებ.

პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები უშუალო დაკვირვებით ექსპერიმენტულად სწავლობენ უჯრედის ფუნქციებს და თავისებურებებს.შეისწავლიან უჯრედის ფორმას ზომას და აგებულებას.

პროექტის მიზნები:
უჯრედის აღწერის, დაკვირვების  ,მონაცემთა ინტერპრეტაციის ანალიზის და ჰიპოთეზის გამოთქმის უნარჩვევების განვითარება.სხვადასხვა უჯრედებს შორის განსხვავებების გააზრება მათი ფუნქციების,ზომებისა და ფორმების შესაბამისად.

მონაწილეთა ასაკი:
12-15

ვადები/ ხანგრძლივობა:
1-თვე.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბლოგის შექმნა პროექტის შესახებ,წარმოდგენა პლაკატების სახით,ფოტო მასალები განთავსდება ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მიკროსკოპი,ხელის ლუპა,ფოტო მასალა,შესაბამისი ლიტერატურა.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
სასწავლო პროეკტი რამდენიმე ძირითად საფეხურის გავლას მოითხოვს.მოსწავლეებს შევურჩიე თემა"უჯრედი"თემაზე მსჯელობა დავიწყე კლასშივე.კლასი დავყავი შერჩევის პრინციპით 2 ჯგუფად, გადავანაწილე ჯგუფებად იმსჯელეს შეთანხმებით უჯრედის ზომაზე,ფორმაზე და ტიპზე.ეს დავალება დაეხმარებათ მოსწავლეებს ჯგუფურ მუშაობაში სკოლის გარეთაც.კლასი დავყავი 2 ჯგუფად:
1 ჯგუფი განიხილავდა უჯრედის ძირითად ნაწილებს,
2 ჯგუფი უჯრედის ფუნქციებს.ორივე ჯგუფს პროექტის ირგვლივ სხვადასხვაგეგმა აქვთ.ამ თემის ირგვლივმოსწავლეებმა ერთი თვის მანძილზე მოაგროვეს მასალები სურათების, ვიდეომასალების,კომპიუტერისა და პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით.ჯგუფის პასუხისმგებელია ერთ–ერთი წევრი რომელიც ორივე ჯგუფის თემას და განიხილავს, შედეგის განხილვას მოსწავლეებს მოაყოლოს თემა და თემის ირგვლივ ამზადებს პრეზენტაციას.პროექტის შემაჯამებელ შეფასება ახდენს ანგარიშის სახით მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის სახით.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირში:
ბოტანიკა,ზოოლოგია,ბიოლოგია.
ბიოლოგიის თვითოეული დარგი:ბოტანიკა შეისწავლის მცენარეული უჯრედის აგებულებას, ზოოლოგია შეისწავლის ცხოველური უჯრედის აგებულებას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ელენე ქალდანი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :
elenekaldani@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
biologiaelena.blogspot.com